გაკვეთილის მთავარი
თემა
|
როგორ შეცვალა საქართველოს
ბედი კრწანისის
ბრძოლამ. ნ.ბარათაშვილის "ბედი ქართლისას”
მიხედვით
|
სწავლის საფეხური
|
VIII კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
ჩვეულებრივი კლასი.26
მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუა–
ლურობა
|
გაკვეთილის აქტუალურობა
განპირობებულია იმ პოლიტიკით, რომელსაც რუსეთი დღესაც ატარებს საქართველოს მიმართ.
მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ერეკლე მეფის და სოლომონის დიალოგმა, აზრი გაიყო ორად: ერთნი მეფის
თვალსაზ–
რისს იზიარებენ, მეორენი კი –სოლომონ მსაჯულის. მოსწავლეებს
უშუალოდ ჰქონდათ შეხება 2008 წლის აგვისტოს ომთან,ისინი სწორედ ამ გადასახედიდან
შეაფასებენ პოემაში აღწერილ ისტორიულ და მხატვრულ რეალობას, დააკავშირებენ მას თანამედროვეობასთან.
|
გაკვეთილის მიზნები
და შედეგები
|
გაკვეთილის მიზანია:
ისტორიულ რეალობას შორის.
გაკვეთილის შედეგები;
უჭერს რომელიმე
თვალსაზრისს.
თანამედროვეობასთან.
|
წინასწარი
ცოდნა
|
ტრაქტატი.
|
შეფასების საგანი
და
პროცედურები
|
„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში
მკვდარი“)
|
სასწავლო მასალები
და
ტექნიკური საშუალებები
|
მე–8 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო,
ისტორიის სახელმძღვანელო. კომპიუტერი, პროექტორი,ინტერნეტში მოძიებული მასალები:
გეორგიევსკის ტრაქტატი, გეოგრაფიული რუკები, კრწანისის ბრძოლის
ამსახველი მასალები,ბარათაშვილის
გვარის გენეალოგია, სურათები. 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი მასალები. ფურცლები
და კალმები.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
გაკვეთილის მსვლელობა/
საკლასო
მენეჯმენტი
|
გაკვეთილის ფორმა
არის დისკუსია.საკლასო ოთახი მოწყობილია ისე, რომ ყველა ერთმანეთს ხედავს. ასევე
ოთახში დგას კომპიუტერები და პროექტორი. ეკრანზე
ჩამოწერილია სადისკუსიო
კითხვები.
მასწავლებელი შესავალ
სიტყვაში საუბრობს ნ.ბარათაშვილის ბიოგრაფიულ მასალაზე, ხაზს უსვამს მის ნათესაურ
კავშირს ერეკლე მეორესთან, შემდეგ ყურადღებას
ამახვილებს სადისკუსიო თემაზე,ასევე აღნიშნავს ისტორიულ რეალობას პოემის დაწერის
დროისათვის და სვამს სადისკუსიო თემას, როგორ შეცვალა საქართველოს ბედი, კრწანისის
ბრძოლამ.
პროექტორის დახმარებით
ეკრანზე ჩნდება კითხვების ჩამონათვალი, რომელთა ირგვლივაც მოსწავლეებმა უნდა ისაუბრონ:
1.
რა იცით ისტორიიდან გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ?
2.
დაარღვია
თუ არა რუსეთმა ეს ტრაქტატი,როცა კრწანისის ბრძოლაში ერეკლე მეფეს არ დაეხმარა?
3.
რატომ
მაინცდამაინც არაგვის ხეობაში წყდება საქართველოს ბედი, აქვს თუ არა მას რაიმე დატვირთვა?
4.
დაასახელეთ
ერეკლე მეფის არგუმენტები და დაასაბუთეთ მათი სისწორე ან პირიქით.
5.
დაასახელეთ
სოლომონ მსაჯულის არგუმენტები და დაასაბუთეთ რამდენად სწორია ან მცდარია ის.
6.
რომელი
პერსონაჟის სიტყვებით ამბობს მწერალი
სიმართლეს და ემთხვევე თუ არა მის თვალსაზრისს
პოეტისა.
7.
ვისი
სიმართლე დაასაბუთა ისტორიულმა რეალობმ?
8.
როგორ
აისახება დღევანდელობაზე ერეკლე მეორის
ნაბიჯი?
9.
როგორ
დააკავშირებდით ისტორიას 2008 წლის
აგვისტოს ომთან?
სადისკუსიო საკითხების ამოწურვის შემდეგ ვატარებ გამოკითხვას:
ვინ თვლის , რომ ერეკლე მეფის მიერ გადადგმული ნაბიჯი უალტერნატივო
იყო? მიღებულ შედეგს გამოვხატავ დიაგრამებით.
შემდეგ ვაძლევ
წერით საშინაო დავალებას „სჯობს
მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“
მხატვრული ესე. მოსწავლეები შეფასდებიან: რამდენ გამართულად და არგუმენტირებულად
მსჯელობდნენ და თავისუფლად გამოთქვამდნენ საკუთარ .
მოსაზრებებს.
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий